რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2023 წლის პირველი შეხვედრა მოგებით დაიწყო. „ბორჯღალოსნებმა“ გერმანიის ნაკრები ანგარიშით 75:12 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრები თებერვალში კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს; 11 თებერვალს ბორჯღალოსნები ნიდერლანდებს შეხვდებიან, 18-ში კი ესპანეთს.