„ბორჯღალოსნებმა” „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მეორე თამაში ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართეს და მეტოქეს 12:61 სძლიეს.
ქართველი მორაგბეები ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 21 თებერვალს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ესპანეთის ნაკრებთან გამართავენ – შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.
ნახევარფინალები 7-8 მარტს გაიმართება. ფინალური შეხვედრები კი 15 მარტს მადრიდში ჩატარდება.




































































