ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის თორნიკე გვაზავას განცხადებით ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი.
მისივე ინფორმაციით, სტიქიის ზონაში პერიოდულად ახალი აალებები ხდება, რისი მიზეზიც ძლიერი ქარია.
ხანძრის ჩასაქრობად ამ დროისთვის ორი ქართული და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი მუშაობს.
ორ თურქულს ვერტმფრენს კი ბორჯომის ხეობაში შუადღის სამი საათისთვის ელოდებიან.