შს მინისტრის განცხადებით, რომ ბორჯომის ხეობაში ცეცხლის გაჩენის საფრთხე, პრაქტიკულად, მოხსნილია.
”სათითაოდ მუშავდება თითოეული კუნძი, რომლისგანაც ცეცხლის გაღვივების საფრთხე მოდიოდა. საკმარისი ძალა რჩება ამ ზონაში. ცეცხლის გაჩენის საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს. ცოცხალი ძალა რჩება, შტაბი განაგრძობს მუშაობას”, _ განაცხადა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, დღეს დილით ბორჯომის ხეობაში იწვოდა ტორფი, რომლის დამუშავებაც მეხანძრე-მაშველებმა დროულად შეძლეს.
შს მინისტრი აცხადებს, რომ ამ დროისთვის შტაბი მუშაობას განაგრძობს და მისი დაშლის გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე მიიღება.