საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, “ბორჯომისა” და “ლიკანის” ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალაქ ბორჯომში, ერთ – ერთ მოქალაქეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი მინერალური წყლების ჩამოსასხმელი საამქრო, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კუსტარული წესით, სისტემატურად ამზადებდა ფალსიფიცირებულ მინერალურ წყალს “ბორჯომსა” და “ლიკანს”.
საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია მინერალური წყლების ფალსიფიცირებისთვის განკუთვნილი მანქანა დანადგარები და კუსტარული წესით დამზადებული მინერალური წყლები.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს პატიმრობა 2 წლამდე ვადით ემუქრება.