“დილას, ბორჯომის ტყეში ბენზინიანი, ოცლიტრიანი ბიდონი ვიპოვეთ. პატრული მოვიყვანე, მერე შსს მოვიდა, შეაფასეს, გამომძიებელი გამოიძახეს და ძიება დაიწყო. ახლა ჩვენებაზე ვარ. სხვა ადგილას ქალსაც უპოვია ორი ცალი ბენზინიანი ბიდონი ტყეში” _ წერს სოციალურ ქსელში აკა სინჯიკაშვილი, რომელიც ბორჯომის ხეობაში მოხალისედ არის წასული.
“ყურადღებით იყავით! მოხალისეებიც, მაცხოვრებლებიც და გამვლელებიც, თუ სხვაგანაც შენიშნეთ საეჭვო რამე, მაშინვე 112-ზე დარეკეთ. ამ ბიდონს რომ რამე კავშირი ჰქონდეს ხანძართან, ამის დამგდებისთვის ციხე რანაირად არის საკმარისი?! ერევიან ხანძარს! ბიჭები არაადამიანური დატვირთვით მუშაობენ და მალე ყველაფერი კარგად იქნებ,” _ წერს სინჯიკაშვილი.