ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან.
როგორც ტელეკომპანია თრიალეთის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ცეცხლი სოფელ დგვარში გაძლიერდა.
ცნობისთვის, ბორჯომში, სოფელ ქვაბისხევის მიდებარედ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები მეორე დღეა უშედეგოდ ცდილობენ. ვითარებას ძლიერი ქარი ართულებს.