ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბორჯომში 1992 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაიცვალა.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ის მოტოციკლს მართავდა და სატრანსპორტო საშუალება ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც, მშენებარე სახლს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული ტრავმებით კი გარდაიცვალა.
უწყება მომხდარს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით იძიებს.