მეთევზემ კუნძულ ბორნეოს სანაპიროზე, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, საოცარი თევზი დაიჭირა: სქელი ქერცლით, დამცავი ფირფიტებითა და ეკლებით დაფარულ იშვიათ არსებას ადგილობრივებმა „ჯავშნოსანი თევზი“ შეარქვეს.
თავდაპირველად ექსპერტებმა ვერ გაარკვიეს, რომელ სახეობას ეკუთვნოდა ფაუნის ეს ნიმუში. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს საბაბი მიეცათ, აეტაცათ და ფართოდ გაეშალათ თემა: „მეცნიერებისთვის დღემდე უცნობი საშინელი ჯავშნოსანი თევზი“.
თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს თევზი არავითარ აღმოჩენას არ წარმოადგენს. ლუის დელ–სერომ, რომელსაც საკანდიდატო ნაშრომი ზღვის მანათობელი თევზების ოჯახზე აქვს დაცული, განმარტა, რომ „ჯავშნოსანი თევზი“ სულაც არ არის აღმოჩენა და ყველა ოკეანის ღრმა წყლებშია გავრცელებული.
ავტორი