REUTERS-ის ინფორმაციით, ირანის ელიტურმა რევოლუციურმა გვარდიამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „ბოროტი და ავანტიურისტი“ უწოდა. გარდა ამისა, ეკონომიკურ ომში დაადანაშაულა.
მაუწყებლის ცნობით, ტრამპმა ირანზე ეკონომიკური ჯარიმების აღდგენა დაიწყო და გარდა ამისა, სხვა ქვეყნებს მოუწოდა ნავთობი არ შეიძინონ.
გვარდია ასევე სამხედრო აღლუმზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა და მომხდარს მტრის შეცდომა უწოდა.
მათი თქმით, მომხდარმა ირანის ერი უფრო გააერთიანა.