გაგიგიათ დარვინის პრემიის შესახებ? მასში მხოლოდ მიცვალებულები “მონაწილეობენ”.
ეს პრემია ყოველწლიურად გადაეცემა ყველაზე სულელურად გარდაცვლილ ადამიანთა ჭირისუფალს.
დარვინის პრემიის ბოლო ლაურეატი ეგვიპტის სამხრეთში მდებარე სოფელ ნაზლათ იმარას 6 მცხოვრები გახდა, რომლებიც ჭაში ჩავარდნილი წიწილას გადარჩენას ცდილობდნენ.
პირველად ჭაში წიწილის პატრონი 18 წლის ყმაწვილი ჩავიდა და დაიხრჩო. იგივე გაიმეორეს მისმა დამ და ორმა ძმამ. მათ საშველად კიდევ ორი მეზობელი ჩავიდა ჭაში და მათაც იგივე ბედი ეწია.
მოგვიანებით ექვსივე “მაშველის” ცხედარი ჭიდან ამოათრიეს, ავადსახსენებელი წიწილა კი წყლიდან უვნებელი ამოიყვანეს.