,,ბო….შვილებო, აფრიკა ლაბორატორია არაა” – ასე უპასუხეს ფეხბურთელებმა ეტოომ და დროგბამ ფრანგ ექიმებს, რომლებმაც საფრანგეთის ტელევიზიით ექიმებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ტუბერკულიოზის ვაქცინის, BCG-ის აფრიკაში გამოყენების შესახებ ისაუბრეს.
ლეგენდარული ფეხბურთელების თქმით, ექიმების განცხადება რასისტული და დამცინავია.
დიდიე დროგბას აცხადებს, რომ აფრიკა ლაბორატორია არ არის და გმობს რასისტულ დამოკიდებულებას.
”გაუგებარია, თუ რატომ უნდა მივიღოთ მათი წინადადება, რატომ უნდა გამოვცადოთ ვაქცინა აფრიკელ ხალხზე. აფრიკა არ არის ლაბორატორია. ვგმობ რასიტულ და აგდებულ დამოკიდებულებას აფრიკელი ხალხის მიმართ. დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ აფრიკა და აფრიკელი ხალხი, შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება, რაც მთელი მსოფლიოს პრობლემაა. აბსურდია, როცა აფრიკელებს განიხილავენ, როგორც ზღვის გოჭებს ,” _ წერს დროგბა.
ეტოო კი instagram-ში წერს: ,,ბო….შვილებო, აფრიკა ლაბორატორია არაა, თქვენ ნ*****ი ხართ, აფრიკა თქვენი სათამაშო ადგილი არაა.”
ამ თემაზე კომენტარი ასევე გააკეთა დემბა ბამ, რომელმაც twitter-ში დაწერა:
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დასავლეთში, სადაც თეთრკანიანი ადამიანები ფიქრობენ, რომ ჩვენზე აღმატებულნი არიან. აქ რასიზმი ჩვეულებრივი ამბავია ! გამოფხიზლების დროა!”
ფრანგული მედიის ინფორმაციით, იგეგმება ტუბერკულიოზის ვაქცინის, BCG-ის გამოყენება, რომელიც, შესაძლოა, კორონავირუსთან ბრძოლაში ეფექტური გამოდგეს.