SKY NEWS-ის ინფორმაციით, ბრაზილიაში, ალტამირას ციხეში კრიმინალურ დაჯგუფებას შორის მომხდარ დაპირისპირებას 57 პატიმარი ემსხვერპლა, რომელთაგან 16-ს თავი აქვს მოკვეთილი.
სამძებრო სამუშაოების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ციხეში ცეცხლსასროლი იარაღი არ აღმოუჩენიათ, ნაპოვნია მხოლოდ დანები.