“აფხაზეთის ომთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ისტორია ჩაგვრჩა გონებაში, რომელსაც ვერ დავივიწყებთ!” _ გვიყვება პოლკოვნიკი მერაბ გორდელაძე, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებიდანაა.
“1992 წლის 17 აგვისტოს, სოფელ ტამიშში დავალებაზე წასული სამი მებრძოლი მოექცა სეპარატისტების ალყაში, რა დროსაც ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე დაიჭრა, მესამეს კი კი მარტოს უწევდა ბრძოლა. მე, მებრძოლ ბიჭებთან ერთად, შევიჭერი სეპარატისტთა მიერ მოწყობილ ჩასაფრებაში, რა დროსაც გადავარჩინეთ ორი ადამიანი, ერთი დაღუპული თანამებრძოლის ნეშტი კი გამოვივიტანეთ ბრძოლის ველიდან. ბრძოლის დღეების გადმოცემა ემოციის გარეშე შეუძლებელია, რადგან მაშინ სხვა ადამიანი ხდები“, _ გვითხრა მერაბ გორდელაძემ.
(R)