BBC– ის ინფორმaციით, ლოს-ანჯელესში მსახიობ ბრედ პიტის სახლი სამმა ქურდმა გაძარცვა.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ოთხშაბათს, გვიან ღამით, სამი ეჭვმიტანილი ლოს-ფელიზში მდებარე სახლში წინა ფანჯრიდან შეიჭრა და გაძარცვა.
პოლიციამ არ დაადასტურა, რომ სახლი ოსკაროსან მსახიობს ეკუთვნოდა, მაგრამ მისამართი ემთხვევა პიტის მიერ 2023 წელს შეძენილი სახლის მისამართს.
ხელისუფლების ცნობით, ეჭვმიტანილები მოპარული ნივთებით გაიქცნენ, თუმცა გაურკვეველია, რა წაიღეს. როგორც ამბობენ, ძარცვის დროს მსახიობი სახლში არ იმყოფებოდა.
დიდი სამსაძინებლიანი სახლი გრიფიტ პარკის მახლობლად მდებარეობს – სადაც ცნობილი ჰოლივუდის ნიშანია განთავსებული. ის გარშემორტყმულია დიდი ღობითა და გამწვანებით, რომელიც სახლს იცავს.
გასულ თვეში, ასევე დააკავეს მამაკაცი თვალთვალისა და ვანდალიზმის ბრალდებით, მას შემდეგ, რაც მან, სავარაუდოდ, თავისი მანქანით პიტის ყოფილი ცოლის, ჯენიფერ ენისტონის სახლის კარიბჭეს შეეჯახა.
































































