ბრიტანელმა ლორენ მარაბემ, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში გამორჩეული იყო, მაინც ძალიან გააოცა თავისი პედაგოგები: აღმოჩნდა, რომ მისი ინტელექტის კოეფიციენტი IQ იმდენად მაღალია, რომ ბევრ ცნობილ მეცნიერს აჯობა. ლორენს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ჯერჯერობით კი მან ერთი წლით ადრე ბრწყინვალედ ჩააბარა სკოლის გამოსაშვები გამოცდები რამდენიმე საგანში. ლორენს სურს, დაანგრიოს მითი ქერათმიანთა შეურაცხმყოფელ სტერეოტიპზე – წარჩინებით დაამთავროს სკოლა და არქიტექტურა კემბრიჯის უნივერსიტეტში შეისწავლოს. გოგონა მარტო მეცნიერებებით არ არის გატაცებული, მას შესანიშნავი ვოკალური მონაცემები აქვს და კარგად უკრავს ფორტეპიანოზე.
შავკანიანი ტაქსისტისა და უესტ-ენდის მომღერლის შვილი საერთაშორისო გენიოსების საზოგადოება Mensa-ს სიის კიდევ ერთი წევრია, მისი IQ 161-ის ტოლია.
ახლა კი გაგაცნობთ ზოგიერთი ცნობილის IQ-ს:
ჩარლზ დიკენსი – 180, დევიდ ლივინგსტონი – 170, ჩარლზ დარვინი – 165, ალბერტ აინშტაინი – 160, სტივენ ჰოკინგი – 160, კვენტინ ტარანტინო – 160, ბილ გეითსი – 160, ზიგმუნდ ფროიდი – 156, შერონ სტოუნი – 154, ბილ კლინტონი – 145, ნაპოლეონ ბონაპარტე – 145, შაკირა – 140, ჯონ კენედი – 119.
ავტორი