გაერთიანებული სამეფო, უკრაინას მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებს გადასცემს, რათა დაეხმაროს თავის დაცვას რუსეთის წინააღმდეგ – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთი გაგზავნის M270-ის გამშვებებს, რომლებსაც შეუძლიათ 80 კილომეტრამდე (49,7 მილი) სამიზნეებზე დარტყმა, რაც მნიშვნელოვნად გაძლიერებს უკრაინის ძალებს
განცხადებაში, აღნიშნულია, რომ ეს ნაბიჯი „მჭიდროდ კოორდინირებულია“ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებასთან, მიეწოდებინა უკრაინისთვის თავისი მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS) – მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემების ვარიანტი, რომელიც იქნება საჩუქრი დიდი ბრიტანეთის მიერ.
“გაერთიანებული სამეფო უკრაინის გვერდით დგას და წამყვანი როლი აქვს უკრაინის გმირი ჯარისკაცების თავის დასაცავად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იარაღითთ მომარაგებაში. რუსეთის საომარი ტაქტიკის ცვლილებასთან ერთად, ჩვენი დახმარებაც უნდა შეცვალოს. ეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ჩვენს უკრაინელ მეგობრებს საშუალებას მისცემს უკეთ დაიცვან საკუთარი თავი რუსეთის შორსმსროლელი არტილერიისგან, რასაც პუტინის ძალები განურჩევლად იყენებენ ქალაქების მიწასთან გასასწორებლად”, – თქვა ბენ უოლესმა.
ბრიტანეთის მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინული ჯარები გაივლიან წვრთნას, თუ როგორ გამოიყენონ გამშვებები დიდ ბრიტანეთში, ასე რომ გამშვები სროლების ეფექტურობა მაქსიმალურად გაიზრდება.
ავტორი