ბრიტანეთი უკრაინას მიაწვდის AIM-120 საშუალო რადიუსის რაკეტებს (AMRAAM) ამერიკული NASAMS საზენიტო სარაკეტო სისტემებისთვის, – ამის შესახებ როგორ CNN წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
„AMRAAM რაკეტები ხელმისაწვდომი გახდება უახლოეს კვირებში აშშ–ს მიერ დაპირებული NASAMS საჰაერო თავდაცვის სისტემებთან გამოსაყენებლად. ისინი დაეხმარებიან უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
დიდმა ბრიტანეთმა, ასევე განაცხადა, რომ გაგზავნის ასობით თვითმფრინავს უკრაინის სადაზვერვო სამსახურების მხარდასაჭერად, ასევე 18 ჰაუბიცის გარდა უკვე მიწოდებული 64-ისა.
“ეს იარაღი დაეხმარება უკრაინას დაიცვას თავისი ცა თავდასხმებისგან და გააძლიეროს მისი საერთო სარაკეტო თავდაცვა“, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა.
ავტორი