reuters-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის გამანადგურებლებმა პოლონეთის თავზე ნატოს პირველი საჰაერო თავდაცვის ფრენა განახორციელეს ნატოს აღმოსავლეთის დაცვის მისიის ფარგლებში.
მისიის მიზანია დასავლური ალიანსის თავდაცვის გაძლიერება ამ თვეში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ.
მისია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ორშაბათს პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრისთანავე გამოაცხადა, „ნათელ სიგნალს“ აგზავნის: ნატოს საჰაერო სივრცე დაცული იქნება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ.































































