დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლის თავს სოციალურ ქსელ ტვიტერში მირზა გელოვანის ლექსით „ო მაპატიეთ“ ეხმაურება.
“და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების”- წერს მაკენზი სმიტი.