დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და მისი პარტნიორი კერი საიმონდსი ბავშვს ელოდებიან. ამის შესახებ წყვილმა შაბათს განაცხადა.
წყვილმა ასევე განაცხადა, რომ წელს დაქორწინდებიან.
როგორც EURONEWS იუწყება, ისინი პირველი წყვილია, ვინც არაოფიციალურად ცხოვრობდა ერთად ბორის ჯონსონის გაპრემიერების შემდეგ.
ცნობისთვის, ჯონსონი პარტნიორზე 24 წლით უფროსია და აქამდე 2-ჯერ იყო დაქორწინებული.
მეორე მეუღლეს 2018 წელს დაშორდა, რომლისგანაც 4 შვილი ჰყავს.
გავრცელებული ინფორმაციით, მას კიდევ ერთი შვილი ჰყავს ექსტრაორდინალური ურთიერთობისგან და არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა კიდევ ერთი ბავშვი ჰყავდეს.






























































