თბილისში, ერთ-ერთ კერძო სკოლის, “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. უსაფრთხოების სამსახურმა ვერ აღმოაჩინა რაიმე მოწყობილობა, რომელიც დაადასტურებდა შენობაში ბომბის არსებობას, რის შესახებაც შეტყობინება სკოლამ დღეს დილით მიიღო.
“გაცნობებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეამოწმა სკოლის სრული პერიმეტრი და დაგვიდასტურა, რომ სკოლის ტერიტორია უსაფრთხოა”, – აცნობა სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეების მშობლებს.
მოგვიანებით, სკოლამ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც “აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება”.
საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სასწავლო პროცესი ხვალიდან, 6 ივნისიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება.