ცოტა ხნის წინ, ცნობილი ამერიკელი მსახიობი ბრიუს უილისი შარში გაეხვა. „კერკეტ კაკალს“ ფოტოგრაფმა ენტონი გუდრიჩმა სასამართლოში უჩივლა.
პაპარაცის მტკიცებით, ლოს-ანჯელესში მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან უილისს ჩაუსაფრდა და მისთვის სურათების გადაღება სურდა. იქიდან გამოსულმა მისტერ ბრიუსმა ფოტოგრაფ გუდრიჩს კამერა წაართვა და სახეში შეალეწა.
პაპარაცის ცხვირი გაეჭრა და რამდენიმე კბილი მოსძვრა. დაზარალებულმა პოლიციას გამოუძახა, მაგრამ წესრიგის დამცველები შემთხვევის ადგილას არ გამოცხადდნენ. გუდრიჩმა მსახიობს სასამართლოში უჩივლა.
თავის მხრივ, ბრიუს უილისმაც მოქმედება დაიწყო. მისი ადვოკატების განცხადებით, ფოტოგრაფი ცრუობს, რადგან უილისმა მხოლოს სახეზე ხელის აფარება სცადა და „მოწინააღმდეგეს“ საერთოდ არც შეხებია.
მსახიობი პაპარაცისგან მორალური ზიანის მიყენებისთვის მილიონ დოლარს ითხოვს. სასამართლო უახლოეს მომავალში გაიმართება და იმედია სიმართლე საბოლოოდ გაირკვევა.