რამდენიმე დღის წინ, ბრიუს უილისის მეგობარმა, სცენარისტმა გლენ გორდონ კერონმა ამერიკულ მედიასთან მსახიობის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. ცნობილია რომ ბრიუს უილისს დემენცია აქვს.
„შეხვედრის დასაწყისში მცნობს, მაგრამ ვერ ლაპარაკობს. ადრე ბევრს კითხულობდა, ახლა კი აღარ კითხულობს. ენასთან დაკავშირებული უნარები მისთვის ახლა მიუწვდომელია“, – განაცხადა გლენ გორდონ კერონმა.
2022 წლის მარტში უილისის ოჯახმა განაცხადა, რომ მსახიობი კარიერას მეტყველების უნარის დარღვევის გამო ასრულებს. 2023 წელს კი უილისს დემენციის დიაგნოზი დაუსვეს.
ავტორი