ბრიუსელში მომხდარი ტერაქტიდან ერთი წელი გავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ზავენტემის აეროპორტში აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აეროპორტში შეკრებილ ადამიანებთან ერთად მეფე ფილიპი, დედოფალი მატილდა და პრემიერ-მინისტრი ჩარლს მიშელი იმყოფებოდნენ.
როგორც ცნობილია, 2016 წლის 22 მარტს განხორციელებული თავდასხმების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი ბელგიის დედაქალაქის ევროპულ კვარტალში ოფიციალურად გაიხსნა.
მაუწყებლის ცნობით, გასულ წელს მომხდარი ტერაქტის შედეგად ბრიუსელში 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 300-ზე მეტი დაშავდა.
აფეთქებები როგორც აეროპორტში, ასევე მეტროში განხორციელდა.