პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ მომავალ პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს მიმართა კითხვით, ბრწყინვალე ინიციატივებიდან, რომლის განხორციელებაში უშლიდა ხელს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ამასთან, ბოკერიამ მომავალ პრემიერს სრული უნდობლობა გამოუცხადა და თქვა, რომ მისი იდეები ლოზუნგებად დარჩება.
,,ბატონო მამუკა, არ გაგიკვირდებათ, რომ თქვენი ახალი პროგრამა ჩვენი გუნდისთვის დამაჯერებელი არ არის. ძირითადად, იქ რა იდეებიც არის მოტანილი ან მავნებლობად მიგვაჩნია, ან უაზრობად, ან უბრალოდ ვშიშობ, რომ ლოზუნგად დარჩება. ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან, ამ თქვენი ახალი ბრწყინვალე იდეებიდან რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი? აქამდე რომელს გიბლოკავდათ? თუ არც ერთს არ გიბლოკავდათ და ყველა ეს ბრწყინვალე იდეა მოგივიდათ მაშინ, როცა მისი მოხსნა გადაწყდა? ამ კითხვებზე უნდა გასცეთ პასუხი საზოგადოებას“, _ განაცხადა ბოკერიამ.