ცოტა ხნის წინ ჰოლივუდის სუპერვარსკვლავი ბრუს უილისი “CBS”-ის “საღამოს შოუზე” ხორცის პარიკით გამოცხადდა!
“ეს შთამაგონა იმ გიჟმა… რა ჰქვია?.. ჰო, გაგა, ლედი გაგა, – განუცხადა ვარსკვლავმა ტელეწამყვან დევიდ ლატერმანს.
– კარგი, ნატურალური ფილეა. ხომ არ მიირთმევთ? ოღონდ ფრთხილად”, – დასძინა მან, პარიკზე შინიდან წამოღებული მარილი და წიწაკა მოიყარა და გაოცებულ წამყვანს ჩანგალიც მიაწოდა.