„ჩვენ ის გამოვაგდეთ ბუნაგიდან“, _ ასე ეხმაურება ლეობორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება.
ის ივანიშვილს ტელედებატებში იწვევს და აცხადებს, რომ ხალხის ვაჟკაცობაზეა დამოკიდებული რამდენად დროზე გადაეცემა ივანიშვილი ეროვნულ -პოლიტიკურ და სამართლებრივ მართლმსაჯულებას.
„საბანკო ოლიგარქიულმა რეჟიმმა გახსნა თავის უკანასკნელი სამაშველო რგოლი. მთავარი მტაცებელი გამოდის სააშკარაოზე. ვიწვევ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ტელედებატებში, რათა მან გასცეს პასუხი კითხვაზე რატომ გადააქცია საქართველო საკუთარ ბიზნესკორპორაციად, რატომ დაუმსხვრია ხალხს ყველა ოცნება, რატომ იშოვა მილიარდები ჩვენი მოსახლეობის უბედურების ხარჯზე და თავისი შვილების საბედნიეროდ, კიდევ რა ვერაგული გეგმები აქვს. არ არს დაფარული, რაც არ გაცხადდების. ძალიან კარგია, რომ ბუჩქებიდან აფთარი გამოძვრა. ახლა უკვე ჩვენი ხალხის ვაჟკაცობაზეა დამოკიდებული რამდენად დროზე იქნება ეს გადაცემული ეროვნულ -პოლიტიკურ და სამართლებრივ მართლმსაჯულებას. ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა ნიშნავს, რომ რეჟიმს გადარჩენის შანსი აღარ დარჩა. ჩვენ ის გამოვაგდეთ ბუნაგიდან. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ახლა გველოდება წინ ბრძოლის ახალი ეტაპი, რომელიც უნდა გამარჯვებით დავამთავროთ“,_ამბობს ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „გურია ნიუსის” მიერ ექსკლუზიურად მოპოვეული ინფორმაციით, რაც დღეს მმართველი პარტიის შეკრებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურა, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.