დღეს, 19 თებერვალს, გამთენიისას საქართველოში სამი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული.
პირველი მიწისძვრა დაფიქსირდა 05:18:17 საათზე ქალაქ ოზურგეთიდან სამხრეთით – 2კმ-ში, სოფელი კვაჭალათთან. მისი სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.
მეორედ მიწისძვრა 06:27:18 საათზე მოხდა. 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა
დაფიქსირდა ქალაქი ოზურგეთი – აღმოსავლეთი – 14კმ. კურორტი გომისმთა – 4კმ.
მესამე მიწისძვრის ეპიცენტრი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.