ბუკნარის საარჩევნო უბმის კომისიის თავმჯდომარე ახსნა განმარტების ჩასაბარებლად გაუშვეს, რადგან ოქმს, რომელიც საოლქო კომისიაში უბნიდან შემოვიდა, არ ჰქონდა დარტყმული ბეჭდები. თავმჯდომარის თქმით, მან ბეჭედი ყველა ასლს დაარტყა, თუმცა, საოლქო კომისიაში მისატან ოქმებზე ბეჭდის დარტყმა დაავიწყდა.
რაც შეეხება 30-ე საარჩევნო უბანს, მაჟორიტარობის კანდიდატებში მმართველი გუნდის კანდიდატი 231 ხმით ლიდერობს, მას კვირკველია მოსდევს _ 108 ხმით. რაც შეეხება პროპორციულ სიას, აქ ოცნებამ 231 ხმა, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” 108 ხმა მოიპოვა.
როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ, მომხდარი არ გამოიწვევს საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული ხმების გაბათილებას.