ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივთა მხარდასაჭერად ბათუმში მცხოვრები მუსლიმები ჩამოვიდნენ. როგორც “გურია ნიუსთან” ერთ-ერთი მათგანი, ფირუზ წულუკიძე ამბობს, მშვიდობიანად მიმდინარეობს ყოველ პარასკევს მუსლიმი მრევლის ლოცვა და მართლმადიდებელ მრევლს, უნდა რომ მათ ხელი შეუშალოს.
“ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები და ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა. თუმცა, აშკარად ჩანს, რომ ზოგიერთს არ უნდა ეს ასე გადაწყდეს”.