მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ ახლა შემოთავაზებული რეცეპტი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა, ოღონდ არც ისე ადვილად მოსამზადებელი. უფრო სწორად, მას გაცილებით მეტი შრომა და ყურადღება სჭირდება, ვიდრე დანარჩენ სხვას.
მოვამზადოთ საწებელი, რომელიც უცეცხლოდ უნდა დადუღდეს, შესანახად არ სჭირდება ასპირინი, სტერილიზაცია ან საგანგებო ჰერმეტული დახურვა და ნებისმიერ დროს საიმედოა ვარგისიანობის თვალსაზრისით.
საჭირო მასალა: 12 კგ ბულგარული წიწაკა, ორი კილოგრამი მწარე წიწაკა, 800 გრამი ნიორი, მოზრდილი კონა ოხრახუში, ნიახური, ქინძი და ცერეცო, ორი ბოთლი თეთრი ძმარი, მარილი გემოვნებით.
გავრეცხოთ ბულგარული და მწარე წიწაკა. გაშრეს კარგად. შემდეგ გამოვაცალოთ მარცვლები, როგორც ბულგარულს, ასევე მწარეს. დაიხსომეთ, ამ საწებელში წიწაკის “თვალი” ანუ თესლი არ უნდა ჩანდეს. შემდეგ გავატაროთ ხორცსაკეპში ან ვიხმაროთ ბლენდერი. ასევე გავატაროთ ნედლი მწვანილეული და ნიორი. ამ საწებელს ხმელი სანელებლები არ უნდა. შემდეგ დავასხათ ძმარი, დავამატოთ მარილი გემოვნებით, ჩავასხათ მომინანქრებულ ქვაბში და ათი დღის განმავლობაში ვურიოთ, დღეში ერთხელ. მორევის შემდეგ ყოველთვის დავაფაროთ სახურავი. შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს. დავაკვირდეთ და როცა ბუშტუკები მოშორდება, მზად იქნება.
ასე მომზადებული აჯიკა ერთ-ერთი საუკეთესოა. ვისაც ცხარე საწებელი მოსწონს, უნდა შეარჩიოთ შედარებით მწარე ჯიშის წიწაკა. თესლი კი აუცილებლად უნდა .