რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით სამი წლის გოგონა მოიწამლა. აღნიშნულ ინფორმაციას 1TV.GE ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა მე-20 მიკრორაიონში მოხდა. ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ექიმები აცხადებენ, მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მოცემულ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.