“სამედიცინო დახმარება დროულად იქნა გაწეული და შესაბამისად, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია“, – ამის შესახებ ოზურგეთის მერის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ განაცხადა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოინახულა ოზურგეთში, კლინიკა “მედალფაში” ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით მოთავსებული ადამიანები.
შეგახსენებთ, რომ დღეს, კლინიკა “მედალფაში” ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით, ანასეულს უბნის მცხოვრები 4 ადამიანი მოათავსეს.
კლინიკის დირექტორის, დავით მდინარაძის განცხადებით, სამი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ბავშვი პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობს.