თბილისში ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად კაცი გარდაიცვალა.
როგორც “მთავარი ამბები კახეთიდან” იუწყება, გარდაცვლილი თელავიდან არის.
დაღუპულია 58 წლის მამაკაცი. შემთხვევა ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ის თბილისში სამუშაოდ იმყოფებოდა და ბინაში მარტო ცხოვრობდა.
რა ვითარებაში მოხდა ტრაგედია, ოჯახის წევრები არ აკონკტეტებენ. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გამათბობლიდან აირის გაჟონვამ გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.




























































