ტრადიციული მედიცინა სმენის პრობლემების მოგვარებას გვთავაზობს. სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ ამ რეცეპტებს იყენებდნენ სიყრუის, ყურის ანთების და ყურის სხვადასხვა ინფექციების სამკურნალოდ, და არც თუ უშედეგოდ.
თაფლი და დარიჩინი
თანაბარი რაოდენობით შეურიეთ თაფლი და დარიჩინი. ეს ნარევი ყოველდღიურად უნდა მიირთვათ, საკმარისია 3 სუფრის კოვზი დღეში. პროდუქტი აძლიერებს თქვენს სმენას და ასტიმულირებს ორგანიზმს მავნე ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლაში.
წითელი ღვინო და მწვანე ჩაი
წითელი ღვინო, ისევე როგორც მწვანე ჩაი, შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს. ისინი იცავენ წამწამოვან უჯრედებს შიდა ყურში. ეს უჯრედები კი ბარიერია ბაქტერიებისთვის, რომელსაც შეუძლია სმენის დაქვეითება გამოიწვიოს. ჩართეთ მწვანე ჩაი უფრო ხშირად თქვენს რაციონში და ზოგჯერ საკუთარი თავი ჭიქა წითელი ღვინითაც გაანებივრეთ.
წითელი ხახვისა და ნივრის წვენი
შეურიეთ 30 მლ წითელი ხახვის წვენი 30 მლ ნივრის წვენს. ეს ნარევი უნდა დალიოთ დღეში რამდენჯერმე. შედეგს სწრაფად იგრძნობთ, სმენა უფრო მკვეთრი ხდება და ყურის ანტებითი პროცესებიც ჩაცხრება. ეს ყველაფერი კი კომპონენტების ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით.

































































