საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე უძღვებოდა, კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტით, ჩანაცვლებით თერაპიაში გამოყენებული სამკურნალო საშუალება – ბუპრენორფინის კომბინირებული პრეპარატების მიმართ კონტროლის უფრო მკაცრი რეჟიმის დაწესება. ეს პრეპარატები კანონით განსაზღვრული ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში შეიტანება, რაც კონტროლის ერთნაირ რეჟიმში მოაქცევს ბუპრენორფინის შემცველ ყველა კომბინირებულ პრეპარატს და ამ პრეპარატების ექიმის დანიშნულების გარეშე გამოყენების ფაქტებს შეამცირებს.
კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომას მეორე მოსმენით განსახილველად წარედგინება. იგი გამოქვეყნებიდან მეთხუთმეტე დღეს ამოქმედდება.