„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ რადიოსადგურ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია.
ბურჯანაძემ აღნიშნა ისიც, რომ თუ საქართველოში მოსახლეობას სურს, ნამდვილად შეცვალოს რუსულ-ქართული პოლიტიკა, მაშინ უნდა ისაუბრონ იმ ადამიანთან, ვისაც ნამდვილად შეუძლია, გავლენა მოახდინოს ამ პოლიტიკაზე.