„გურია ნიუსთვის“ ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაური-სამტრედიის გზაზე, სოფელ ბურნათთან, ე. წ. „ბერწნისწყაროსთან“ ახლოს მეწყერია ჩამოწოლილი.
ადგილზე სატრანსპორტო გადაადგილება შეჩერებული იყო.
“გურია ნიუსი” კომენტარისთვის ჩოხატაურის მერიას დაუკავშირდა: “მეწყერს ვერც დავარქმევთ. მიწის მცირე მასა ჩამოიშალა და ოთხი ხე მოიყოლა. ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და გადაადგილება აღდგენილია”, _ გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.