ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი ასლან ბჟანია სოხუმის აეროპორტის აღდგენის გეგმებზე აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუში კომენტირებისას, რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სოხუმი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის შეთანხმებაზე მუშაობს.
თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სანამ აღნიშნულ საკითხზე მუშაობდენ, ფრენები საქართველოსთან განაახლეს
აფახაზეთსი მარიონეტმა მართველმა, აღნიშნა ეს რუსეთთან ოკუპირებული აფხაზეთის შეთანხმებაზე გავლენას ვერ იქონიებს.
„რაც შეეხება საჰაერო კომუნიკაციებს, ჩვენც ამ კუთხით ვმუშაობთ (რუსეთთან). უნდა გაფორმდეს დოკუმენტი, მთავრობათაშორისი შეთანხმება აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო კომუნიკაციის შესახებ. სანამ ამას ვაკეთებდით, საქართველოსთან საჰაერო კომუნიკაცია აღდგა. ეს ჩვენზე არანაირად არ მოქმედებს, ეს მხარეების საქმეა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საჰაერო კომუნიკაცია იყოს ჩვენსა და რუსეთს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამ საკითხს მოვაგვარებთ. არის სირთულეები, არის დაბრკოლებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამუშაოები მიმდინარეობს “, – განაცხადა ბჟანიამ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია , რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ დაიწყო რუსეთის ფედერაციასთან სამთავრობათაშორისო შეთანხმების პროექტის დეტალური შესწავლა სოხუმის აეროპორტის საქმიანობის აღდგენისა და შემდგომი ფუნქციონირების შესახებ.
უკვე დიდი ხანია, რაც ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენა და რუსეთთან პირდაპირი ფრენების დანიშვნა სურს.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.
რუსული ავიაკომპანია Азимут-მა დაიწყო ფრენა, უკრაინის მიერაა სანქცირებული. ასევე, ფრენის ლიცენზია მიიღო აშშ-ს მიერ სანქცირებულმა Red Wings-მაც. 20 მაისიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენა GEORGIAN AIRWAYS-მაც დაიწყო.
რუსეთთან ფრენების განახლებას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, ქვეყანას უარი ეთქვა პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. მთავრობა კი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ გადაწყვეტილება “რუსეთში მცხოვრებ მილიონობით ქართველისთვის: მნიშვნელოვანია, მათთვის სასარგებლო იქნება.
ავტორი