ეს ვიდეო კადრები დღეს არის გადაღებული.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბჟუჟის და აჭის ხეობებში მდინარეები ადიდებულია.
ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ადიდებულმა მდინარეებმა მთიდან ბარში ჩამოიტანა ხის მორები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოსახლეობის მხრიდან არანაირი პრობლემა არ დაფიქსირებულა.
აჭის ხეობაში ვიდეოკადრები გადაიღო ნანა სარიშვილმა.
































































