საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 3 მედალი მოიპოვა: 2 ვერცხლი და ბრინჯაო.
კონტინენტის ვიცე-ჩემპიონები ლუკა კუბლაშვილი (46 კგ) და ბაკურ ჩიქოვანი (57 კგ) გახდნენ, მამუკა აბულაძემ (52კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სპორტსმენებს და მწვრთნელებს დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა შალვა გოგოლაძემ უმასპინძლა.
ევროპის ჩემპიონატი ბულგარეთის ქალაქ ალბენაში 18-25 სექტემბერს გაიმართა. 30 ქვეყნის გუნდს შორის საქართველომ, რომლის ღირსებას 9 სპორტსმენი იცავდა, მე-6 ადგილი დაიკავა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ბექა ლობჟანიძე გახლდათ, მწვრთნელი კი ნიკოლოზ იზორია.