ის ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. არც კი ვიცით, როდის გაჩნდა პირველად ადამიანის ცხოვრებაში და ნელ-ნელა მათთან ერთად განვითარდნენ.
მაგალითად, ჩაიდნის წინაპარი ძველ რომში იშვა, ჩვენი წელთაღრიცხვით 73 წელს. დამზადებული იყო ბრინჯაოსგან და შეშაზე ცხელდებოდა.
პირველი სამოვრის ტიპის ჩაიდანი იაპონიაში 1746 წელს გაჩნდა. მასალად გამოიყენეს თითბერი. საწვავი მილით მიეწოდებოდა ქვემოდან.
1813 წელს რუსეთში პირველი რუსული სამოვარი დაამზადეს თუთიისგან – წყალს ნახშირზე აცხელებდა და საკმაოდ დიდხანს იყო პოპულარული. დღესაც ნახავთ ოჯახებში, როგორც რელიკვიას.
დღეისთვის ელექტროჩაიდნების საუკეთესო დამამზადებლად გერმანიაა მიჩნეული. 2014 წელს მათ საუკეთესო ნიმუშები გამოუშვეს, ეკოლოგიურად სუფთა პლასტმასისა და ნიკელისგან დამზადებული.