მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, სოფელ ჩაისუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. დღეს მუნიციპალტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 105 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორ სართულიანი შენობა აშენდება, რომელიც შშმ პირებისათვის ადაპტირებული იქნება. საბავშვო ბაღში მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა.
ინფარსტრუქტურლი ღონისძიებისთვის ბიუჯეტიდან 377 773 ლრი დაიხარჯება, სამუშაოებს შპს „ინტერ პლიუსი“ აწარმოებს.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კეთილმოეწყობა ეზო, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება და საბავშვო ბაღი ახალი ინვენტარით აღიჭურვება.
საბავშვო ბაღის მშენებლობა სექტემბერში დასრულდება. (R)