საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018 წლის 28 და 29 აპრილს, სენაკი-ფოთი-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღდა.
დეპარტამენტის ცნობით, ამის მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოები და დასუფთავებაა. შედეგად, ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.