“მე ამ 10 თვის განმავლობაში მარტო ჩამეცინა ჩემთვის, როცა ივანიშვილის განცხადება წავიკითხე რომ ზაზა ნაციონალების აქტივისტია. ეს არანაირ ჩარჩოში არ ჯდება”_განაცხადა პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მან ასევე აღნიშნა რომ პროტესტი გაგრძელდება მნიშვნელობა არ აქვს ზაზა სარალიძე სად იქნება. “გამოდით, დაგვიდეგით გვერდში. მოდი პატარა გაიაზრეთ ეს ამბავი და გავაპროტესტოთ ეს ხელისუფლება”.
განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა და ხელისუფლებას რუსულ ენაზე მიმართა, რადგან მისი თქმით ეს მათი მშობლიური ენააა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭრი აქცია მიმდინარეობს.
ზაზა სარალიძე ამ დილით მას შემდეგ დააკავეს, რაც მან პოლიციელს ჯერ სიტყვიერი , შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.