“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, 13 იანვარს ოზურგეთში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს ჩამოსვლას. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ის რამდენიმე ღონისძიებას დაესწრება, მათ შორის, სოფელ დვაბზში შალვა რადიანის სახლ-მუზეუმში თეატრალურ წარმოდგენას, რომელიც ასახავს, როგორ ხვდებოდნენ გურულები წლების წინ ძველით ახალ წელს.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურს.
“პრეზიდენტის რეგიონში ვიზიტის შესახებ დეტალები ზუსტდება და მოგვიანებით გახდება ცნობილი”, _ გვითხრეს პრესსამსახურში.
ჩვენთვის, ასევე, ხდება ცნობილი, რომ სალომე ზურაბიშვილი ფოლკლორის ცენტრში ოზურგეთის თეატრის მიერ საახალწლო სპექტაკლს დაესწრება.
კალანდას, პარლამენტარებს სოფელ დვაბზუშიც ელოდებიან. სტუმართა სიაში არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.