გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებულმა ოპოზოციამ ზუგდიდში ყოფილი სამხედროები, მათ შორის, უკრაინაში ნაბრძოლი პირები ჩამოიყვანა. როგორც გვითხრეს, ისინი საარჩევნო უბნებთან ხვალ დილიდან უნდა განლაგდნენ.
გაერათიანებული ოპოზოციის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ მათ ზუგდიდში აკრედიტირებული დამკვირვებკები ჰყავთ ჩამოყვანილი
_ ზუგდიდში იმყოფებიან ჩვენი აკრედიტირებული დამკვირვებლები, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. ხელისუფლების ჭორები, რომ ომის დაწყებას ვგეგმავთ, ჯობია, ივანიშვილს მოუყვანე საღამოს, სტაფილოს წვენის დალევისას. როგორც გითხარით, ჩვენ ჩამოყვანილი გყვავს აკრედიტირებული დამკვირვებლები და დიახ, ხელისუფლებას უნდა ეშინოდეთ იმის, რომ დავიცავთ ყველას ხმას, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრიაას ხაბეიშვილმა