პოლიტოლოგი და კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, წულუკიანის გადაყენების თაობაზე კრიტიკულად აფასებს. ძაბირაძის განცხადებით, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური პარტიების ფუნქციებს ითავსებენ, რაც, მისი თქმით, არასწორია. ამასთან, პოლიტოლოგი არასამთავრობო სექტორს მოუწოდებს იმ ფუნქციების შესრულებაზე იფიქრონ, რაც მათი მოვალეობაა.
,,ჩამოვყალიბდეთ, ვინ არის არასამთავრობო სექტორი და ვინ _ პოლიტიკური პარტია. დღეს არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკური პარტიების ფუნქციებს ასრულებენ. ამ პროცესებს არც ვიცი, რა დავარქვა, სრული არეულობაა. როდესაც ორგანიზაციები ითხოვენ წულუკიანის გადაყენებას, მიჩნდება კითხვა, ვინ უნდა შეცვალოს ის? პირველ რიგში, ეს პროცედურა გამოიწვევს დროში გაწელვას. კი, ბატონო, პრემიერმა შეცვალა წულუკიანი, მაგრამ არასამთავრობო სექტორს რა გარანტია აქვს, რომ კვირიკაშვილი ისეთ კანდიდატს წარადგენს, რომელიც მათთვის მოსაწონი იქნება? აქ ლოგიკას საერთოდ ვერ ვხედავ. სჯობს, ჩამოყალიბდნენ და ის ფუნქცია შეასრულონ, რაც მათ აკისრიათ. აფსურდის თეატრი იწყება საქართველოში, რაც არც სახელმწიფოს, არც საზოგადოებას და არც არასამთავრბო სექტორს წაადგება“,_ გვითხრა ძაბირაძემ.
ცნობისთვის, არასამთავრობო სექტორი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს, რადგან, მათი თქმით, თეა წულუკიანი მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთი შემოქმედია.