ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მატულობს.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ „გურია ნიუსს“ განუცხადა, რომ გასულ 24 საათში კორონავირუსზე ჩატარებული 407 ტესტიდან დადებითი 38-ია.
„ინფიცირების შემთხვევები სხვადასხვა სოფლებში ვლინდება. ძირითადად ჩამოსულები არიან დაინფიცირებულები“,_ გვითხრა ქუტიძემ.
ქუტიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ოზურგეთში კოვიდინფიცირების 160 შემთხვევაა აქტიური, საიდანაც 35 პაციენტი კოვიდკლინიკებში მკურნალობს.
[sexy_author_bio]